Loading data...
იენს სტოლტენბერგი: მარკ რუტე ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

ნატოს გენერალური მდივნის  იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ მარკ რუტე მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს.

მან აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ნატოს მოკავშირეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე.

„მარკ რუტე იქნება ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი. მას მრავალი წელია, ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, ის არ ელოდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ათ წელს გაგრძელდებოდა.

„მაგრამ ახლა წასვლის დროა და, შესაბამისად, ეს კარგია ნატოსთვის და კარგია ჩემთვის“, - დასძინა მან.