Loading data...
იემენთან ნავის ჩაძირვის შედეგად 27 მიგრანტი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა

იემენის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 27 მიგრანტი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Al Arabiya English-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

„ამ ეტაპზე დადასტურებულია 27 ადამიანის გარდაცვალება და მათი ცხედრები უკვე ნაპოვნია“, - წერს მედიასაშუალება. 

მედიასაშუალების კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ნავზე 150 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.