1714207417
უცხოეთი
იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ერთი გემი რაკეტით დააზიანეს
წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა ოს სამოქალაქო გემზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კერძოდ, ჰუსიტებმა სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლებიც პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემების, Maisha-ს და Andromeda Star-ის მახლობლად აფეთქდა.
Andromeda Star-მა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, მაგრამ მოძრაობა გააგრძელა.
ჰუსიტები იემენური შიიტური დაჯგუფებაა, რომელსაც შეიარაღებით და ფინანსებით ირანი ამარაგებს.