1789316289
უცხოეთი
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს თავს დაესხნენ
„ჰუსიტების“ არმიის პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი იაჰია სარეა ადასტურებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სპეციალიზებული სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც სამიზნე გახდა საუდის არაბეთის შარურას რაიონში მდებარე სამხედრო ბაზაზე არსებული იარაღის საწყობები, ასევე სარდლობისა და მართვის ცენტრები.
ჰუსიტების“ განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის წინააღმდეგ საუდის არაბეთის მხრიდან განხორციელებულ მუდმივ აგრესიაზე პასუხს წარმოადგენს.
„ვაფრთხილებთ საუდის არაბეთის დამნაშავე მტერს, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებას მისივე ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული კიდევ უფრო მძაფრი და მასშტაბური ოპერაციები მოჰყვება, შედეგები კი მისთვის დამღუპველი იქნება“, – აცხადებს გენერალი.