Loading data...
იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის F-15 ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს

იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ მათ საუდის არაბეთის გამანადგურებელი ჩამოაგდეს და ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის დასაბომბად ადგილობრივი წარმოების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

ჰუსიტების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავი იემენის მარიბის პროვინციის საჰაერო სივრცეში „მტრულ ოპერაციას“ ახორციელებდა.

„იემენის შეიარაღებულმა ძალებმა, ალაჰის დახმარებითა და წყალობით, შეძლეს საუდის არაბეთის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდება, როდესაც ის მარიბის პროვინციის საჰაერო სივრცეში მტრულ ოპერაციებს ახორციელებდა საკუთარი სამხედრო მობილიზაციის მხარდასაჭერად. თვითმფრინავის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ადგილობრივი წარმოების „ჰაერი-ჰაერის“ რაკეტა“, - განაცხადა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.

„ჰუსიტები“, ასევე, საუდის არაბეთს მარიბის პროვინციაში 450 საჰაერო დარტყმის განხორციელებაში ადანაშაულებენ.