Loading data...
IDF: მოკლულია „ჰამასის“ მეთაური, რომელმაც 7 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზაზე თავდასხმა განახორციელა

„ჰამასის“ მეთაური, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების რეიმის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა, 9 ივლისს ღაზას სექტორის სამხრეთით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპა „ნუხბას ძალების“ მეთაური, იაჰია საიდ მოჰამედ ჰამდანი.

სამხედროების ცნობით, 7 ოქტომბერს ჰამდანმა რეიმის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების ღაზას დივიზიის შტაბ-ბინა მდებარეობს.

„ბოლო დროს ჰამდანი მუშაობდა ჯარებზე თავდასხმებზე, ასევე, „ჰამასის“ შესაძლებლობების აღდგენაზე და, შესაბამისად, ის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.