Loading data...
IDF-ის ცნობით, წითელმა ჯვარმა სამხედროებს აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ღაზაში „ჰამასმა“ მათ 2 კუბო გადასცა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წითელმა ჯვარმა სამხედროებს აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ სამხრეთ ღაზაში „ჰამასმა“ მათ 2 კუბო გადასცა, რომლებშიც, სავარაუდოდ, ორი მოკლული მძევლის ცხედარია.

წითელი ჯვარი ამჟამად კუბოებს ღაზაში მყოფ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებს გადასცემს, სადაც მცირე ცერემონია გაიმართება, რომელსაც სამხედრო რაბინი უხელმძღვანელებს.