Loading data...
IDF: „ჰამასის“ ახალი ლიდერი იაჰია სინვარი, შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ იძიებს ინფორმაციას ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ ახალი ლიდერის იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ.

IDF აღნიშნავს, რომ ღაზაში ჯარების მიერ მოკლული სამი ტერორისტიდან ერთი, სავარაუდოდ, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარია.

„ამ დროისთვის ტერორისტების ზუსტი ვინაობის დადასტურება შეუძლებელია“, - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

არმია აღნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც სამი ტერორისტი მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ.