1785160334
უცხოეთი
IDF: ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების მეთაური დაიღუპა
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების მეთაური დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში ავტომობილზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების სამსახურის მეთაური ვაელ ალ-ლადავი.
„ლადავის ხელმძღვანელობით მოქმედი უსაფრთხოების სამსახური „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მხარს უჭერდა მათ გადაწყვეტილებების მიღებას და ხელს უწყობდა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას“, - აცხადებენ ისრაელელი სამხედროები.