Loading data...
იაროსლავ კაჩინსკი: ევროკავშირი, როგორიც დღეს არის, უბრალოდ მძიმე ავადმყოფობაა - ეს ავადმყოფობა უნდა განიკურნოს

პოლონეთის კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „მძიმედ არის ავად“.

„ევროკავშირი, როგორიც დღეს არის, უბრალოდ მძიმე ავადმყოფობაა. ეს ავადმყოფობა უნდა განიკურნოს“, - აღნიშნა პოლონეთის კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) ლიდერმა.

კაჩინსკი, აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს  პოლონეთის წევრობას ევროკავშირში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირში ყოფნას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირს, მაგრამ ის ძალიან რადიკალურად უნდა გადაკეთდეს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მის საწყისებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ, ასევე, უნდა გადავჭრათ ყველა ეს პრობლემა“, - დასძინა იაროსლავ კაჩინსკიმ.