Loading data...
იაპონიაში ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა, რის გამოც ავიარეისები გაუქმდა

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კიუსიუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვულკანი საკურაჯიმა კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში ამოიფრქვა. მოგვიანებით კიდევ ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის ვულკანის პირველი ამოფრქვევა თითქმის 13 თვის განმავლობაში, როდესაც ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლემ 4 კილომეტრს, ან მეტს მიაღწია.

ვულკანის ამოფრქვევის გამო ქალაქ კაგოშიმას აეროპორტში 30 ავიარეისი გაუქმდა.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.