1790160815
უცხოეთი
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 10-მდე გაიზარდა
იაპონიაში ტაიფუნ „დუჟუანის“ შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ბოლო ინფორმაციით, კიდევ ოთხი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 28 დაშავდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ყველაზე მეტად ჩიბასა და კანაგავას პრეფექტურები დაზარალდა. ტაიფუნმა კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი გამოიწვია, რასაც შემდგომ მეწყერი მოჰყვა.
დაახლოებით 700 შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა და გადაიდო, ასევე, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც.