1765516576
უცხოეთი
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლემ, შესაძლოა, ერთ მეტრს მიაღწიოს.
იაპონიის საგანგებო სიტუაციების გამაფრთხილებელი აპლიკაციის, NERV-ის მონაცემებით, აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.
შეგახსენებთ, რეგიონში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინაც მოხდა.