Loading data...
იაპონიამ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლეტალური იარაღის ექსპორტი დაუშვა

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ლეტალური იარაღის ექსპორტი დაუშვა. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინაე ტაკაიტიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იაპონიას ნებისმიერი თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტის უფლება ექნება. აქამდე იაპონიიდან მხოლოდ არალეტალური სამხედრო დანადგარების ექსპორტი იყო დაშვებული.

როგორც იაპონიის მთავრობის მდივანმა მინორუ კიხარამ განაცხადა, შესაბამის ცვლილებებს მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და ის რეგიონში უსაფრთხოებას ემსახურება.

„დღევანდელ პირობებში არც ერთ ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად არ შეუძლია“, - განაცხადა კიხარამ.

ტოკიოს მიზანია რეგიონში ჩინეთის, რუსეთის და სამხრეთ კორეის აქტივობას დაუპირისპირდეს. ასევე შეიარაღების ექსპორტის დაშვების შემდეგ ეს იაპონიის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. აქამდე იაპონია ექსპორტზე აგზავნიდა მოწყობილობებს სამაშველო-სამძებრო სამუშაოებისთვის, სამხედრო გადაზიდვებისთვის, განაღმვისთვის და თვალთვალისთვის.

ამ გადაწყვეტილებას იაპონიაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, იაპონიაში გამოკითხულთა 32% ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ხოლო 53% სკეპტიკურად არის განწყობილი.

ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ პეკინი „სიფხიზლეს შეინარჩუნებს და ახალი ტიპის მილიტარიზაციას მტკიცედ დაუპირისპირდება“.