Loading data...
იანოშ ბოკა: ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი - ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს

ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი. ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს. საქმე ეხება ევროპის მომავალსა და ერების სუვერენიტეტს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას.

ბოკამ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის დაცვა.

„დღევანდელ ევროკავშირში ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებებს, რომლებიც მიმდინარეობს ამომრჩევლის ნებართვის გარეშე. სუვერენიტეტის გარეშე ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, რადგან სუვერენიტეტის გარეშე ინტეგრაცია უბრალოდ იმპერიის მშენებლობას ნიშნავს“, - აღნიშნა ბოკამ.