იან ლიპავსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი მიიჩნევს, რომ ევროპის მთავარი ამოცანები ახლა საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, კონკურენტუნარიანობის აღდგენა და მისი გლობალური როლის გადახედვაა.
ლიპავსკის აზრით, რუსული იმპერიალიზმი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენის სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე.
„ის არ გაქრება, მიუხედავად იმისა, თუ როდის და როგორ დასრულდება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, შესაძლო ზავი დადებითი ამბავი იქნება, თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ კომპრომისი, რომელიც ზეწოლისთვის ადგილს ტოვებს, მხოლოდ პაუზაა ახალი დაპირისპირების წინ.
მან გაიხსენება, რომ ჩეხეთის მთავრობამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაეზარდა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებლებს თავდაცვისუნარიანობისა და სამრეწველო წარმოების ზრდა უნდა მოჰყვეს.
„ევროპამ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე სისტემები უნდა აწარმოოს როგორც საკუთარი საჭიროებებისთვის, ასევე, პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის“, - დასძინა ლიპავსკიმ.