1786481215
უცხოეთი
ჰუსიტების თავდასხმას ბაბ-ელ-მანდების სრუტეში 6 ადამიანი ემსხვერპლა
„ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემზე ჰუსიტების თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ჰუსიტებმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემ „ტიჰამას“ სამი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
იემენის მთავრობის ცნობით, ჰუსიტებმა გემს განმეორებით მაშინ დაარტყეს, როცა ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. თავდასხმას ორი მაშველი ემსხვერპლა.
გემი ტანზანიის დროშით ცურავდა და ეგვიპტურ-იემენურ კომპანიებს ეკუთვნის.
ჰუსიტებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს და განაცხადეს, რომ გემს სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდა.