Loading data...
ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო რუსეთის ფედერაციის დამატებითი შემოსავალი წელიწადში 71,8 მილიარდი დოლარი იქნება - AHK Russland

ორგანიზაციის, AHK Russland-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო რუსეთი დამატებით მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ძირითადი გამარჯვებულია“, - განაცხადა AHK Russland-ის მმართველობის ხელმძღვანელმა მატიას შეპმა.

მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოში საწვავზე ფასების ზრდიდან მოგებას ნახულობს, რადგანაც სხვა საექსპორტო მარშრუტებს იყენებს.

„ამ ყველაფერს შეუძლია რუსეთისთვის ისტორიული მასშტაბის „ფულის წვიმის“ მოტანა. ნავთობის, გაზის და სასუქების ექსპორტისგან რუსეთის შემოსავალმა უკვე შეადგინა თვეში 12 მლრდ დოლარზე მეტი“, - იუწყება

AHK Russland.

ამავე ორგანიზაციის გაანგარიშებით, თუ ერთ ბარელ ნავთობზე ფასი 100 აშშ დოლარი დარჩება, რუსეთი წელიწადში დამატებით 71,8 აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს. ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულია ნავთობის ფასი ერთ ბარელში 59 აშშ დოლარის ოდენობით. ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის ფასი 111 დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 40 დოლარით მეტია, ვიდრე ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის ომის დაწყებისას.

სააგენტო dpa-ის ცნობით, ზოგიერთი ექსპერტი მოსკოვში ვარაუდობს, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შეიძლება 200 აშშ დოლარი შეადგინოს. ამ შემთხვევაში, AHK Russland-ის ცნობით, რუსეთმა შეიძლება 350,4 მლრდ აშშ დოლარის მოგება მიიღოს.