ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა 2,9%-ით შეამციროს
თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, ამან მსოფლიო ეკონომიკის მშპ შეიძლება 2,9%-ით შეამციროს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სრუტე გემებისთვის 28 თებერვლიდან არის ჩაკეტილი. ამერიკული WTI-ის ნავთობის ერთი ბარელის ფასმა უკვე 97 აშშ დოლარს მიაღწია.
თუ ჰორმუზის სრუტით გემების გადაადგილება ერთი კვარტლის შემდეგ განახლდა, ნავთობი 68 დოლარამდე გაიაფდება., ხოლო მსოფლიო მშპ 2,2 %-ით გაიზრდება. თუ ბლოკადა ორ კვარტალს გაგრძელდება, მაშინ ნავთობის ფასი შეიძლება 115 დოლარამდე გაიზარდოს. თუ ჰორმუზის სრუტე სამი კვარტლის განმავლობაში იქნება დაკეტილი, წლის ბოლომდე ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 132 დოლარი გახდეს.
ეკონომიკაზე მხოლოდ ნავთობის ფასი არ მოქმედებს. საუბარია ასევე სამომხმარებლო ხარჯების შემცირებაზე. Bloomberg-ის ცნობით, ამერიკელებმა უკვე დაიწყეს სხვა კატეგორიებში ხარჯების შემცირება. აშშ-ში ერთი გალონი დიზელის საწვავის ფასმა პირველად ისტორიაში 5 აშშ დოლარს გადააჭარბა, რასაც მთელი ეკონომიკა გრძნობს, რადგანაც ის პრაქტიკულად ყველა დარგში გამოიყენება.