Loading data...
ჰორმუზის სრუტეში UAE-ის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ გემს დაარტყეს - ერთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანიის ADNOC-ის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში კომპანიის კუთვნილ გემზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაკარგულად მიიჩნევა.

„გემიდან ეკიპაჟის ყველა სხვა წევრის ევაკუაცია განხორციელდა. 11 ადამიანი დაშავდა, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას მიიღებენ“, - აცხადებენ კომპანიაში.

ADNOC-ის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.