Loading data...
„ჰორმუზის სრუტე აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ არა თქვენთვის“ - ირანელი პარლამენტარი ტრამპს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ებრაჰიმ აზიზიმ, X-ის ანგარიშის გამოყენებით დონალდ ტრამპს შეტყობინება გაუგზავნა: „ჰორმუზის სრუტე აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ არა თქვენთვის, ის ღია იქნება მათთვის, ვინც ირანის ახალ კანონებს დაიცავს“.

აზიზიმ განაცხადა, რომ „47 წლიანი სტუმართმოყვარეობა სამუდამოდ დასრულდა“, - გულისხმობდა ირანის 1979 წლის რევოლუციის შემდგომ პერიოდს.

ცნობისთვის, ირანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გამსვლელ გემებზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.