1764268286
უცხოეთი
ჰონკონგში მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 83 ადამიანი ემსხვერპლა
ჰონკონგში საცხოვრებელ კომპლექს „ვან ფუკ კორტში“ ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. დაახლოებით 300 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს.
გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მათ ადვილად აალებადი მასალა გამოიყენეს, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.