1764307322
უცხოეთი
ჰონკონგში ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 94-მდე გაიზარდა
ჰონკონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაშავებულია 76 ადამიანი, 300 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ჰონკონგის მთავრობის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება კვლავ გრძელდება.
ხანძარი საცხოვრებელ კომპლექსში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:50 საათზე დაიწყო.
მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს.
გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მათ ადვილად აალებადი მასალა გამოიყენეს, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.