1764220133
უცხოეთი
ჰონკონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა
ჰონკონგის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, 279 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ხანძარს, რომელსაც უმაღლესი, მეხუთე დონე მიენიჭა, 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ოფიციალური პირების ცნობით, 45 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.