Loading data...
„ჰეზბოლასთან“ დაახლოებული პირი ჰასან ნასრალას მკვლელობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მასთან კონტაქტი 27 სექტემბრის საღამოდან დაიკარგა

ლიბანურ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ დაჯგუფების ლიდერ ჰასან ნასრალასთან კონტაქტი გუშინდელი საღამოს შემდეგ დაიკარგა. 

წყარო ანონიმურობის დაცვით გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე ისრაელის ავიაიერიშს დაჯგუფების ლიდერი ემსხვერპლა.

„სეიდ ჰასან ნასრალასთან კონტაქტი პარასკევს საღამოს დაიკარგა“, - განაცხადა მან და არ დაადასტურა, მოკლულია თუ არა ნასრალა.