1780424852
უცხოეთი
„ჰეზბოლას“ წარმომადგენელი უარყოფს „ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას“ და აცხადებს, რომ ისრაელის დაბომბვა გაგრძელდება
ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანმა მაჰმუდ ქომატიმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელთან „ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას“ არ დათანხმდება.
„ჩვენ არ დავეთანხმებით ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტას“, - აცხადებს ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი.
ქომატიმ, ასევე, გააფრთხილა, რომ თუ ისრაელი ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე შეტევებს განაახლებს, პასუხი „უფრო ღრმა და ძლიერი“ იქნება.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ლიბანელი ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი თავს შეიკავებდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების დაბომბვისგან, ხოლო „ჰეზბოლა“ შეწყვეტდა ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს. თუმცა „ჰეზბოლა“ მოითხოვს უფრო ფართო შეთანხმებას.