Loading data...
„ჰეზბოლამ“ ისრაელის ჯარს შეუტია, სამშვიდობო შეთანხმება საფრთხის ქვეშ არის

ლიბანური დაჯგუფების, ჰეზბოლას“ ტერორისტებმა ისრაელის არმიის პოზიციებზე შეტევა განახორციელეს, რომელიც დოვის მთაზე მდებარეობს. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

ეს „ბოევიკების“ პირველი შეტევაა ისრაელელების პოზიციებზე გასულ კვირას ძალაში შესული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ ეს ფაქტი სამშვიდობო შეთანხმების სერიოზულ დარღვევას ნიშნავს და ამას პასუხი მოჰყვება.

2 დეკემბერს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.