„ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლა
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა ისროლა.
რაკეტები ლიბანის რამდენიმე რაიონიდან გაუშვეს, რის შედეგადაც სირენები ჩაირთო ჰაიფაში, გალილეისა და გოლანის მაღლობების გასწვრივ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ეს ჰეზბოლას ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ისრაელზე მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში საომარი მოქმედებები გაძლიერდა.
პარალელურად ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
Channel 12-ის ცნობით, ისრაელი მიიჩნევს, რომ „ჰეზბოლასა“ და ირანის მხრიდან სარაკეტო იერიშები დღეს ღამით ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიური იქნება. აღნიშნულის შესახებ ისრაელის მინისტრთა კაბინეტისთვის გაგზავნილ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კაბინეტის მინისტრებს განუცხადა, რომ ომის დასასრულთან ახლოს არ არიან.
„ჯერ კიდევ ბევრი სამიზნეა, მაგრამ ტემპი შესანიშნავია და ჩვენ გრაფიკს ვუსწრებთ. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
Footage shows Hezbollah's large rocket barrage on northern Israel this evening. Around 100 rockets were fired, according to IDF assessments. pic.twitter.com/8wuG6J8kgg
— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) March 11, 2026