Loading data...
„ჰეზბოლა“ ომში ჩაერთო და ისრაელზე იერიში მიიტანა

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ომში ჩაება და ისრაელზე დარტყმები განახორციელა, - წერს CNN.

CNN-ის ცნობით, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის „შურისძიების“ მიზნით, ხაიფას სამხრეთით მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე „რაკეტები და დრონების ჯგუფი“ გაუშვა.

როგორც მედია წერს, ეს პირველი სარაკეტო შეტევაა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ისრაელი და „ჰეზბოლა“ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა შუაღამისას, ისრაელის სარაკეტო თავდაცვის ბაზაზე, მიშმარ ჰაკარმელზე განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ რაკეტები სამხრეთ ლიბანიდან გაუშვეს. ერთი მათგანი ჩაჭრეს, დანარჩენები ღია სივრცეში ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.