1775851643
უცხოეთი
„ჰეზბოლა“ ლიბანის მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას ისრაელთან მოლაპარაკებებზე
ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაფასოს იმ მტრის წინაშე დათმობის გზის საშიშროება, რომელსაც მხოლოდ ძალა ესმის, და დაუბრუნდეს თავის ადგილს ხალხისა და წინააღმდეგობის გვერდით“, - ნათქვამია შიიტური მებრძოლი დაჯგუფების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანი მოლაპარაკებების განმეორებით ჩატარებას ითხოვდა. მისი თქმით, მან მთავრობას დაავალა ლიბანთან „პირდაპირი” მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაეწყო.
ლიბანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ თავდასხმების პარალელურად მოლაპარაკება არ გაიმართება, და რომ მათ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.