Loading data...
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისინი, ვინც განიარაღებას ითხოვენ, ისრაელს „ემსახურებიან“

„ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც მათ განიარაღებას ითხოვენ, „ისრაელს ემსახურებიან“ და აშშ-ის ელჩს, ტომ ბარაკს, ლიბანის „დაშინებაში“ ადანაშაულებს.

„ყველა, ვინც დღეს იარაღის ჩაბარებისკენ მოგვიწოდებს, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, არაბულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე, ისრაელის პროექტს ემსახურება“, - განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.