1772633833
უცხოეთი
ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული ავიაიერიშის გარემოებებს იძიებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იძიებს სამხრეთ ირანში გოგონების დაწყებით სკოლაზე ავიაიერიშს, რომელმაც, ირანული მედიის ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
„მხოლოდ ის ვიცი, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, არასდროს ამოგვიღია მიზანში სამოქალაქო ობიექტები, მაგრამ ამის გამოძიებას განვიხილავთ“, - დასძინა მან და მიანიშნა, რომ განხილვა გრძელდება.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ მინაბში მდებარე სკოლაზე 28 თებერვალს განხორციელებული დარტყმის შედეგად, ძირითადად ბავშვები დაიღუპნენ.