Loading data...
ჰავაის კუნძულებზე ვულკანის გამო ნაციონალური პარკი ნაწილობრივ დაიხურა

ჰავაის კუნძულებზე ვულკან კილაუზას ამოფრქვევის გამო ნაციონალური პარკის და ავტომაგისტრალის ნაწილი დაიხურა. ეს ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად ითვლება. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

ლავის შადრევნის სიმაღლემ 300 მ-ს მიაღწია. მიწაზე ვულკანური ქვები და ფერფლი ეცემოდა, რაც გარშემო მყოფთათვის ძალზე სახიფათოა. ამ დროისთვის ვულკანური ლავა კრატერის ფარგლებში რჩება.

ეს ვულკანი უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების ინტერესს იწვევს. ამ ხნის განმავლობაში ის 43-ჯერ გააქტიურდა. მეცნიერები ვერ ამბობენ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლანდელი აქტიურობა. წინა ამოფრქვევები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდებოდა.