Loading data...
ჰანტერ ბაიდენი: ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ონკოლოგიური დაავადების გამო საგრძნობლად დამძიმდა“, - ინფორმაციას nbcnews ავრცელებს.

„დაავადება გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც ფიქსირდება. ეს ძალიან მტკივნეული და ფიზიკურად დამღლელი პროცესია, თუმცა მამა მაინც აგრძელებს ყოველდღიურ საქმიანობას“, - აღნიშნა ჰანტერ ბაიდენმა.

მანამდე, ივნისში, ყოფილმა პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ ბაიდენი, სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლებს დაავადების სრულად დამარცხებას.

ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი 2025 წლის მაისში დაუსვეს.