Loading data...
ჰანოვერის აეროპორტი დრონების გამო დროებით გაჩერებული იყო

დაუდგენელი დრონის გამო გერმანიის ქალაქ ჰანოვერის აეროპორტის მუშაობა 45 წუთით გაჩერებული იყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დრონი ავიალაინერის პილოტებმა აღმოაჩინეს და ამის შესახებ აეროპორტის თანამშრომლებს აცნობეს. დრონი აეროპორტის მახლობლად მდებარე სამრეწველო ზონის თავზე დაფრინავდა.

ამის გამო სამი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. ავიალაინერი, რომელიც ჰანოვერში მაინის ფრანკფურტიდან მიფრინავდა, ჰამბურგში იყო გადამისამართებული.

ბოლო რამდენიმე კვირაში გერმანიის აეროპორტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების თავზე დრონები რამდენჯერმე იყო დაფიქსირებული. გამოცემა Bild იუწყება, რომ მიუნხენში აღმოჩენილი დრონები სამხედრო სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების ტიპს მიეკუთვნება.

ასევე ამოუცნობი დრონები ევროპის სხვა ქალაქების თავზეც იყო აღმოჩენილი. კერძოდ ის შეამჩნიეს დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში. ბელგიაში დრონები არა მარტო აეროპორტების, არამედ ნატოს სამხედრო ბაზასთანაც აღმოაჩინეს.