Loading data...
ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის მატჩის დაწყებამდე პოლიციელებმა დაჭრეს კაცი, რომელიც მათ ნაჯახით ემუქრებოდა

ჰამბურგში, ევროპის ჩემპიონატის მატჩის, პოლონეთი-ნიდერლანდების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა კაცს, რომელიც სამართალდამცველებს ნაჯახით დაესხა თავს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

ამავე ინფორმაციით, პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, შემდეგ კი იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი „მოლოტოვის კოქტეილისთვის“ ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.