1758553569
უცხოეთი
„ჰამასმა“ ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით ღაზაში მცხოვრები 3 კაცი სიკვდილით დასაჯა - The Times of Israel

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით ღაზას სექტორში მცხოვრები სამი კაცი სიკვდილით დასაჯა. აღნიშნულის შესახებ The Times of Israel-ი იტყობინება.
ისრაელის მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
„ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ თვალებახვეული სამი კაცი ხელბორკილებით დაჯგუფების „ბოევიკებს“. სიკვდილით დასჯას ღაზას მოსახლეობასთან ერთად, ბავშვებიც ადევნებენ თვალს.
„ჰამასის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სიკვდილით დასჯილ პირებს „თანამშრომლები“ უწოდა, რომლებმაც მისივე თქმით, სამშობლოს უღალატეს და ოკუპანტებს დაეხმარნენ“, - წერს ისრაელის მედია.