1760378697
უცხოეთი
„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა.
The Times Of Israel-ის ცნობით, ისრაელის პოლიციის თანამშრომლებს დაღუპულთა კუბოები თელ-ავივში, აბუ კაბირის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაჰყავთ, სადაც მათი იდენტიფიცირება მოხდება.
„ჰამასმა“ კუბოები „წითელ ჯვარს“ გადასცა, რომელმაც შემდეგ ისინი ღაზაში განლაგებულ ისრაელის ჯარებს გადასცა. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ცხედრები ღაზას სექტორიდან მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მოკლე ცერემონიის შემდეგ გაიტანეს.
„ჰამასმა“ ადრე განაცხადა, რომ ის გაი ილუზის, იოსი შარაბის, ბიპინ ჯოშის და ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრის, კაპიტან დანიელ პერესის ცხედრებს დააბრუნებდა.