Loading data...
„ჰამასის“ წარმომადგენლის განცხადებით, დაჯგუფების ლიდერები დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად შეიკრიბნენ

„ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პალესტინის დაჯგუფების ლიდერები, რომლებიც დოჰაში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის სამიზნეები იყვნენ, შეიკრიბნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადების განსახილველად.

„ჰამასის“ მოლაპარაკებათა დელეგაცია სიონისტების სამიზნედ იქცა დოჰაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით, რადგან მას ამ საკითხზე საუბრის უფლება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, ისრაელმა კატარში, „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ზუსტი დარტყმა განხორციელდა.