1761510147
უცხოეთი
„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაჯგუფება იარაღს ჩააბარებს, „თუ ოკუპაცია დასრულდება“
„ჰამასის“ წამყვანმა მომლაპარაკებელმა ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფების იარაღი „ოკუპაციის არსებობასა და აგრესიას უკავშირდება“.
ისრაელმა მოითხოვა, რომ „ჰამასი“ ორწლიანი ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში, განიარაღდეს, ხოლო აშშ-მა ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ დაჯგუფებას 20-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად იარაღის დათმობა მოუწევს.
ალ-ჰაიამ აღნიშნა, რომ „ოკუპაციის დასრულების შემთხვევაში, ეს იარაღი სახელმწიფოს გადაეცემა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს გულისხმობდა.