Loading data...
„ჰამასის“ თქმით, ისრაელისგან პასუხი მიიღეს ზავისა და მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელისგან პასუხი მიიღეს დაზავებასა და მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. 

„დღეს, „ჰამასის მოძრაობამ“ ოფიციალური სიონისტური საოკუპაციო მთავრობის პასუხი მიიღო პოზიციაზე, რომელიც ეგვიპტისა და კატარის შუამავლების ხელით 13 აპრილს გადაეცათ“, - აცხადებს ღაზაში „ჰამასის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე ხალილ ალ-ჰაია.

მისი თქმით, „ჰამასი“ ისრაელის პოზიციას შეისწავლის და საკუთარ პასუხს მოამზადებს.

მანამდე „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა განმარტა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდებოდნენ განიარაღებას. ხალილ ალ-ჰაიას თქმით, თუკი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდება 1967 წლამდე საზღვრებში, ისინი თანხმობას განაცხადებენ ცეცხლის შეწყვეტასა და იარაღის დაყრაზე.