Loading data...
„ჰამასის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა - ვინ არის ის?

„ჰამასმა“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი აირჩია. მან ამ თანამდებობაზე ისმაილ ჰანიე შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის 31 ივლისს, თეირანში მოკლეს. 

სინვარი აქამდე ღაზას მოძრაობის ლიდერი იყო. 

როგორც Agence France-Presse-ს „ჰამასის“ მაღალ თანამდებობაზე მყოფმა წარმომადგენელმა განუცხადა, მისი არჩევით, დაჯგუფება „ოკუპანტებს მძლავრ სიგნალს უგზავნის იმის შესახებ, რომ „ჰამასი“ გააგრძელებს წინააღმდეგობის გზაზე სიარულს“.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, სწორედ სინვარს ედება ბრალი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების მოწყობაში, რა დროსაც ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილმა ტერორისტებმა 1198 ადამიანი მოკლეს, 251 კი გაიტაცეს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ისრაელმა ღაზას ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია.

რაც შეეხება ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია ისრაელს, რომელიც „ჰამასმა“ ჰანიეს ლიკვიდაციაში დაადანაშაულა.

ხოლო ირანი ისრაელს დაემუქრა, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობას მკვლელობას მკაცრი პასუხი მოჰყვებოდა. 

აშშ-ის თქმით, ირანის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელს თავის დაცვაში დაეხმარება.