„ჰამასი“ უარყოფს, რომ ისრაელის ბოლო შეტევების შემდეგ, ღაზაში ზავის მიღწევის თაობაზე მოლაპარაკებებს გამოეთიშა
„ჰამასის“ მაღალჩინოსანი იზატ ელ-რიშეკი უარყოფს, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებიდან არ გასულან მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ამ შაბათ-კვირას ალ-მავასის ბანაკზე შეტევა მიიტანა.
როგორც The Times of Israel წერს, ეს განცხადება მოჰყვა რამდენიმე საათით ადრე, „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, ისრაელის მორიგი თავდასხმის გამო, ისინი მოლაპარაკებიდან გადიოდნენ.
„მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი ოკუპანტის არასერიოზული დამოკიდებულება, პროცესის გაჭიანურება, დაბრკოლებების შექმნის უწყვეტი პოლიტიკა და უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაა“, - წერდა მედია წყაროზე დაყრდნობით.
მოგვიანებით, იზატ ელ-რიშეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება უარყო და არაბი შუამავლებისა და შეერთებული შტატების ძალისხმევის ჩაშლის მცდელობაში ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და დაახლოებით 1200 ადამიანი მოკლეს, 250 კი მძევლად აიყვანეს.
არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მას შემდეგ, „ჰამასში“ ათასობით მშვიდობიანი დაიღუპა და ტერიტორია ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.