1743330921
უცხოეთი
„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა

„ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო, - აღნიშნულის შესახებ „ჰამასის“ ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.
„ორი დღის წინ მივიღეთ წინადადება ეგვიპტელი და კატარელი შუამავლებისგან. დადებითად განვიხილეთ და მივიღეთ,“- აცხადებს ალ-ჰაია.
მანამდე კი, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას იწყებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის მიზანია ღაზას სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების ზონის გაფართოება.