„ჰამასი“: შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუ ისრაელი შეწყვეტს ახალი პირობების წამოყენებას
„ჰამასის“, პალესტინის ისლამური ჯიჰადისა და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის ლიდერების დელეგაციები 20 დეკემბერს კაიროში შეხვდნენ ერთმანეთს, რათა განეხილათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება.
შეხვედრისას „ჰამასმა“ განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა „უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, თუ ისრაელი შეწყვეტს ახალი პირობების წამოყენებას“.
როგორც მედია წერს, სამივე ტერორისტულ დაჯგუფებას მძევლები ჰყავთ ღაზაში.
„ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას სურვილია, შეჩერდეს აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში, რომელიც გულისხმობს მის მოთხოვნას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობა არის მოლაპარაკებების მთავარი კამათის საკითხი, „ჰამასი“ ითხოვს ბრძოლების სამუდამოდ შეწყვეტას, ხოლო ისრაელი ითხოვს დროებით პაუზას, რომლის დროსაც ზოგიერთი მძევალი გათავისუფლება, რასაც მოჰყვება ბრძოლების განახლება.
დელეგაციები შეთანხმდნენ მორიგი შეხვედრის ჩატარებაზე რაც შეიძლება მალე.