„ჰამასი“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს ამბობს

„ჰამასი“ არ დათანხმდება განიარაღებას იქამდე, ვიდრე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება“, - ამის შესახებ დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადება „ჰამასმა“ თეთრი სახლის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც „ჰამასმა“ იარაღის დაყრისკენ მზადყოფნა გამოხატა“.
ისრაელი „ჰამასის“ განიარაღებას კონფლიქტის დასრულებისთვის საჭირო ნებისმიერი შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობას მიიჩნევს.
გაეროს უახლესი მონაცემებით, მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე საკვების მიღების რიგში, სულ მცირე, 1373 პალესტინელი დაიღუპა.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა შეუერთდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას სექტემბერში აპირებენ.