Loading data...
„ჰამასი“ ოთხი მძევალი ქალის სახელს აქვეყნებს, რომლებიც ხვალ გათავისუფლდებიან

„ჰამასი“ აქვეყნებს ოთხი ისრაელელი მძევალი ქალის სახელს, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი 25 იანვარს გაათავისუფლებს 477 დღის ტყვეობის შემდეგ.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მედიას სთხოვეს, არ გაამჟღავნონ გვარები, სანამ მძევლების ოჯახებს არ აცნობებენ.

ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელმა შუამავლებისგან მიიღო მძევლების სია, რომლებსაც „ჰამასი“ გაათავისუფლებს.

ოთხივე მათგანი ქალი სამხედროა. მათ 180 პალესტინელ პატიმარში გაცვლიან, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.

„ჰამასი“ ასევე გამოაქვეყნებს ინფორმაციას დარჩენილი 26 მძევლის შესახებაც, რომელთაც ეტაპობრივად, მომდევნო ხუთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ.

33-კაციანი სიიდან შვიდი ქალი მძევალია დარჩენილი, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე გათავისუფლდებიან.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ადასტურებს, რომ ისრაელმა შუამავლებისგან მიიღო „ჰამასის“ მიერ ხვალ გათავისუფლებული მძევლების სია.