Loading data...
„ჰამასი“ ირანს მოუწოდებს, მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები შეწყვიტოს

პალესტინურმა მებრძოლმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს რეგიონში მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან.

„ვადასტურებთ რა ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, უპასუხოს ამ აგრესიას ყველა არსებული საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, მოძრაობა მოუწოდებს ირანში მცხოვრებ ძმებს, თავი შეიკავონ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმისგან“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

„ჰამასმა“ ასევე მოუწოდა რეგიონის ქვეყნებს „თანამშრომლობისკენ და ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შეჩერებისკენ“.

აღსანიშნავია, რომ ირანი დიდი ხანია, „ჰამასის“ მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. დაჯგუფება აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის კლასიფიცირებული.