Loading data...
„ჰამასი“: ღაზაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ ისრაელი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას

ღაზას ქალაქში, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაჯგუფების ერთ-ერთ მთავარ მეთაურზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, „ჰამასი“ აცხადებს, რომ „ეს დანაშაული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისრაელი განზრახ ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძირის გამოთხრას და მისი ჩაშლას დარღვევების მუდმივი ზრდის გზით“.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელი „სრულ პასუხისმგებლობას იღებს პალესტინელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შედეგებზე“.

„ჰამასი“ მოითხოვს, რომ „შუამავლებმა და შეთანხმების გარანტმა ქვეყნებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამ აშკარა დარღვევებთან დაკავშირებით და სასწრაფოდ იმოქმედონ“ ისრაელის შესაკავებლად.