Loading data...
„ჰამასი“ ჩვენთან შეთანხმებას არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში რაფასა და მთელ ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებებს დავიწყებთ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განაცხადებით, „ჰამასი“ მძევლების გარიგებით დაინტერესებული  არ არის.

„ჩვენ გამოვავლინეთ საგანგაშო ნიშნები იმისა, რომ „ჰამასი“ ჩვენთან რაიმე შეთანხმების მიღწევას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში რაფასა და მთელ ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებებს დავიწყებთ“, – აღნიშნა გალანტმა.

მისივე თქმით, ისრაელს „ჰამასთან“ ომში მკაფიო მიზნები აქვს.

„ჩვენ მზად ვართ, „ჰამასი“ გავანადგუროთ და მძევლები გავათავისუფლოთ. ჩვენ მათ [მოლაპარაკებების]  გარკვეული ვადა მივეცით... რათა ამ გზით მძევლების გათავისუფლება გვეცადა“, - განუცხადა გალანტმა ღაზას ცენტრალურ ნაწილში მყოფ ჯარებს.